ქალაქი
ჩეზენა
Cesena
ქვეყანა  იტალია
რეგიონი ემილია-რომანია
პროვინცია (იტალია)|იტალიის პროვინციები|პროვინცია ფორლი-ჩეზენის პროვინცია
კოორდინატები 44°08′00″ ჩ. გ. 12°14′00″ ა. გ. / 44.13333° ჩ. გ. 12.23333° ა. გ. / 44.13333; 12.23333
ფართობი 249,47 კმ²
ცენტრის სიმაღლე 44
მოსახლეობა 95 909 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 380 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0547
საფოსტო ინდექსი 47521 - 47522
საავტომობილო კოდი FC
ოფიციალური საიტი comune.cesena.fc.it/home

ჩეზენა (იტალ. Cesena) — ქალაქი და კომუნა ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია-რომანიის რეგიონში, რავენის სამხრეთით და რიმინის დასავლეთით, მდინარე სავიოზე, ფორლი-ჩეზენის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს აპენინების მთისწინეთში, ადრიატიკის ზღვიდან 15 კმ-ში.

ისტორია

ჩეზენა თავდაპირველად ეტრუსკული ან უმბრიული ქალაქი იყო. III საუკუნეში გალიელების მცირეხნიანი მმართველობის შემდეგ, იგი რომაელთა ხელში გადავიდა.

შუა საუკუნეებში, ჩეზენა ხელიდან ხელში გადადიოდა პაპს, რავენის არქისაეპისკოპოსოსა და რომის იმპერიის ვასალებს შორის. 1183-1198 წლებში წარმოადგენდა დამოუკიდებელ რესპუბლიკას.

ჩეზენაში დაიბადა სამი პაპი — პიუს VI, პიუს VII და პიუს VIII, რის გამოც ხშირად მას სამი პაპის ქალაქს უწოდებენ.

ეკონომიკა

ქალაქის ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ტურიზმი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

This article is issued from Wikipedia. The text is licensed under Creative Commons - Attribution - Sharealike. Additional terms may apply for the media files.