უჯუნგ-კულონის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა  ინდონეზია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 6°45′00″ ს. გ. 105°20′00″ ა. გ. / 6.75000° ს. გ. 105.33333° ა. გ. / -6.75000; 105.33333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 608
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 608
რუს.ინგლ.ფრ.

უჯუნგ-კულონის ეროვნული პარკი (ნიშნავს: დასავლეთი წვერი) — ეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ იავის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. მოიცავს ვულკანურ კუნძულთა ჯგუფს, მათ შორის კრაკატაუს.

პარკის ფართობი 1,206 კმ²-ს შეადგენს. უდიდესი ნაწილი მდებარეობს ნახევარკუნძულზე, რომელიც ინდოეთის ოკეანეშია შეჭრილი. 1883 წელს, კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ, ეს ტერიტორია მნიშვნელოვნდა დააზარალა. პარკის შექმნა სწორედ საფრთხის ქვეშ მყოფლი ფლორისა და ფაუნის დაცვას ემსახურებოდა.

პარკი პირველია ინდონეზიის ეროვნულ პარკებს შორის, რომელიც 1991 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, ამის მიზეზი კი აქ გავრცელებული დაბლობის ტროპიკული ტყეების დიდი მასივებია.

პარკში დაცულია მცენარეთა 57 და ძუძუმწოვართა 35 უიშვიათესი სახეობა. ასევე გავრცელებულია 72 სახეობის რეპტილია და 240 სახეობის ფრინველი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

This article is issued from Wikipedia. The text is licensed under Creative Commons - Attribution - Sharealike. Additional terms may apply for the media files.