ამერიკული ტბის კუ

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  კუები
ოჯახი:  ჭაობის კუები
გვარი:  ამერიკული ტბის კუ
ან ტბის კუ
სახეობა:  ამერიკული ტბის კუ
ლათინური სახელი
Emydoidea blandingii (Holbrook, 1838)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 7709
გავრცელება

სისტემატიკა
ვიკისახეობებში

სურათები
ვიკისაწყობში
ITIS  173789
NCBI  85613
EOL  1056352
FW  80527

ამერიკული ტბის კუ (ლათ. Emys blandingii ან Emydoidea blandingii) — კუს სახეობა ჭაობის კუების ოჯახისა. გავრცელებულია აშშ-სა და კანადაში. დიდ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ამერიკულ ტბის კუზე არ მოქმედებს დაბერების პროცესი და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტოვებს. მისი სხეულის სიგრძეა 18–27 სმ. კარაპაქსი ზეთისხილისფერია წვრილი ღია ლაქებით, პლასტრონი კი — ყვითელი. ბინადრობს მცირედ გამდინარე წყალსატევებში. ძირითადად იკვებება კიბოსნაირებითა და მწერებით, უმნიშვნელოდ — თევზითა და მცენარეებით. სქესობრივ სიმწიფეს 14–20 წლის ასაკში აღწევს. წყვილდებიან მარტიდან ოქტომბრამდე. დედალი დებს 6–12 კვერცხს, საიდანაც გამოჩეკილი კუები გაზაფხულამდე მიწის ქვეშ რჩებიან. ცოცხლობენ 77 წელზე მეტს. ამერიკული ტბის კუს ხორცი საჭმელად ვარგისია.

ლიტერატურა

  • Маккой C. J. 1973. Emydoidea, E. blandingii. Catalogue of American Amphibians and Reptiles (136): 1—4.
  • Obst F. J. 2003. Sumpfschildkröten. Draco 4(13): 4—18.

სქოლიო

  1. „Emydoidea blandingii“. The Moirai - Aging Research (ინგლისური). 2016-10-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2018-09-02.
  2. Michael Brooks (2008). 13 Things That Don’t Make Sense, Ch 9: „Death“, NY: Doubleday, ISBN 9781861978172.
  3. Американская болотная черепаха - Мы очень любим черепах. Рассматриваем такие проблемы как: Уход и содержание за черепахами, Болезни и их лечение, Мифы о черепахах, Размножение черепах, Виды черепах. aturtle.ru. ციტირების თარიღი: 2018-09-02.
  4. Emydoidea blandingii (ინგლისური) The IUCN Red List of Threatened Species.
This article is issued from Wikipedia. The text is licensed under Creative Commons - Attribution - Sharealike. Additional terms may apply for the media files.