მოგესალმებით ვიკიპედიაში
ეს არის თავისუფალი ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 128,439 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

ფილმის პოსტერი
ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.
კანდიდატები
სხვა რჩეული სტატიები

პრავდა (რუს. Правда; - „სიმართლე“) — საბჭოთა კავშირის წამყვანი გაზეთი და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ორგანო 1912-1991 წლებში. გაზეთის გამოცემა დაიწყო 1912 წელს ვენაში, ავსტრია, და მოსკოვში მხოლოდ 1918 წელს გამოჩნდა. გაზეთი დაიხურა 1991 წელს პრეზიდენტ ელცინის განკარგულებით, თუმცა იგივე დასახელების გაზეთი დღემდე გამოდის რუსეთში, ხოლო Pravda.ru საიტი, დაარსებული გაზეთ პრავდას ყოფილი თანამშრომლების მიერ, ამჟამად ტაბლოიდის სტილის რუსული საინფორმაციო წყაროა. ყოფილი პრავდა დასავლეთში ყველაზე განთქმული მისი ცივი ომისდროინდელი განცხადებებით გახდა.
სტატიები



VIII საუკუნის დიულმენის წმინდა ვიქტორის ეკლესია, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია
VIII საუკუნის დიულმენის წმინდა ვიქტორის ეკლესია, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია
რჩეული სურათები



ვლადიმერ ზელენსკი
  • უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ვლადიმერ ზელენსკიმ (სურათზე) გაიმარჯვა.
  • შრი-ლანკაზე მომხდარ აფეთქებებს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
  • პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა ალან გარსია პერესმა დაკავების მომენტში თავი მოიკლა.
  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
  • სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხეს.
  • დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ვიკილიქსის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააპატიმრა.
    პორტალი
    კანდიდატები

  • პედრო ალვარეს კაბრალი
  • 1500 : პორტუგალიელმა მოგზაურმა პედრუ ალვარიშ კაბრალმა (სურათზე) ბრაზილიას მიაღწია, როგორც პირველმა ევროპელმა.
  • 1509 : ჰენრი VIII ინგლისის ტახტზე ავიდა.
  • 1913 : პეტერბურგში გამოიცა გაზეთ „პრავდას“ პირველი ნომერი.
  • 1915 : პირველი მსოფლიო ომი — ფრანგების წინააღმდეგ იპრთან ბრძოლისას გერმანელებმა პირველად გამოიყენეს ქლორის გაზი, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი.
  • 1918 : საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შემადგენლობით ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა.
  • 1941 : გერმანული ჯარები შეიჭრნენ იუგოსლავიასა და საბერძნეთში.
    სხვა მოვლენები



  • ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    ჰასეკურა ცუნენაგა
    • ჰასეკურა ცუნენაგა (იხ. სურათზე) პირველი იაპონელია, რომელიც ევროპაში ჩავიდა დიპლომატიური მისიით 1613 წელს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დასამყარებლად.
    • იოანე პავლე II-მ უფრო მეტი ადამიანის ბეატიფიკაცია მოახდინა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა ერთად უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში.
    • ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად ისრალეში კიბუცების დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ივანე კოლელიშვილმა, რომელიც 1910-17 წლებში იმყოფებოდა პალესტინაში და რომელსაც საქართველოში, სოფელ გულგულაში კომუნის დაარსების გამოცდილება ჰქონდა.
    • ცნობილი ლატვიელი მხატვარი რომან სუტა 1941-1943 წლებში იყო ქართული ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ წევრი, რის გამოც გაასამართლეს და დახვრიტეს.
    • სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში არსებული ერთადერთი სინაგოგა მდებარეობს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში.
    • გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი მზეზე 4.3 მილიონჯერ მძიმეა, ხოლო მეზობელ — ანდრომედას გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელის მასა 100 მილიონჯერ აღემატება მზის მასას.
    • ნურ ჰასანალი პირველი მუსულმანია, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა დასავლეთ ნახევარსფეროში.
    არქივი
    მოგვაწოდეთ ფაქტი


    ვიკისაწყობი
    მედიაფაილების თავისუფალი საცავი
    ვიკისიახლენი
    თავისუფალი სიახლეები
    ვიქსიკონი
    ლექსიკონი და თეზაურუსი
    ვიკიციტატა
    ციტატების კოლექცია
    ვიკიწიგნები
    თავისუფალი სახელმძღვანელოები
    ვიკიწყარო
    თავისუფალი ბიბლიოთეკა
    ვიკისახეობები
    ჯიშთა და სახეობათა საცავი
    ვიკივერსიტეტი
    საგანმანათლებლო მასალები
    მეტა-ვიკი
    ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია
    ვიკივოიაჟი
    თავისუფალი გზამკვლევი
    ვიკიმონაცემები
    მონაცემთა ბაზა
    მედიავიკი
    უფასო პროგრამული უზრუნველყოფა
    This article is issued from Wikipedia. The text is licensed under Creative Commons - Attribution - Sharealike. Additional terms may apply for the media files.