მოგესალმებით ვიკიპედიაში
ეს არის თავისუფალი ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 147 956 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

რჩეული სტატია

კურთხეული გაზაფხული (რუს. Весна священная; ფრანგ. Le Sacre du printemps; ინგლ. The Rite of Spring „გაზაფხულის რიტუალი“) — იგორ სტრავინსკის ბალეტი და საორკესტრო საკონცერტო ნაწარმოები. დაიწერა სერგეი დიაგილევის საბალეტო კომპანიის „რუსული ბალეტის“ (ფრანგ. Ballets Russes) 1913 წლის პარიზული სეზონისთვის. თავდაპირველი ქორეოგრაფიის ავტორი იყო ვასლავ ნიჟინსკი, ხოლო სცენის დიზაინი და კოსტიუმები ნიკოლაი რერიხს ეკუთვნოდა. მისი პრემიერა 1913 წლის 29 მაისს, ელისეს მინდვრების თეატრში (Théâtre des Champs-Élysées) შედგა. მუსიკისა და ქორეოგრაფიის ავანგარდულმა ხასიათმა სენსაცია გამოიწვია. ბევრმა პირველი საღამოს რეაქციას „ამბოხი“ ან „თითქმის ამბოხი“ უწოდა, თუმცა, მხოლოდ 1924 წლის დადგმის განხილვებში, პრემიერიდან ათზე მეტი წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული იყო სასცენო ნაწარმოებად, რომელშიც კონკრეტული პასაჟები პერსონაჟების და სიუჟეტის თანხლებას წარმოადგენს, მუსიკამ არანაკლები, თუ უფრო მეტი არა, აღიარება მოიპოვა, როგორც საკონცერტო პიესამ და ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ნაწარმოები. როცა დიაგილევმა „რუსული ბალეტისთვის“ ნაწარმოებები შეუკვეთა, სტრავინსკი ახალგაზრდა, თითქმის უცნობი კომპოზიტორი იყო. „კურთხეული გაზაფხული“ მათი ერთობლივი პროექტებიდან მესამე იყო, წარმატებული „ფასკუნჯის“ (1910) და „პეტრუშკას“ (1911) შემდეგ. კონცეფცია, რომელიც „კურთხეულ გაზაფხულს“ უდევს საფუძვლად, სტრავინსკის იდეის მიხედვით რერიხმა განავითარა და იგი ასახულია ქვესათაურში „სურათები წარმართული რუსეთიდან ორ ნაწილად“. სცენარი აღწერს სხვადასხვა წარმართულ რიტუალს, რომელიც გაზაფხულის დადგომის აღნიშვნას უკავშირდება, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას მსხვერპლად შესაწირად ირჩევენ და იგი ცეკვით იკლავს თავს. არაერთგვაროვანი კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, რომელიც მის თავდაპირველ შესრულებას და მოკლე ლონდონურ ტურნეს მოჰყვა, ბალეტი 1920 წლამდე აღარ შესრულებულა. ამ წელს ნიჟინსკის ქორეოგრაფია ლეონიდ მასინის ვერსიამ ჩაანაცვლა, რომელიც მხოლოდ რვაჯერ დაიდგა.
სრულად...
კანდიდატები
სხვა რჩეული სტატიები

დღის სტატია

იოანე ოქროპირი (ბერძ. Ἰωάννης ὁ Χρυσόστομος; დ. დაახლ. 349, ანტიოქია — გ. 14 სექტემბერი, 407, კამანი, აფხაზეთი) — ქრისტიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი. მართლამადიდებლური ეკლესია და კათოლიკური ეკლესია პატივს მიაგევენ მას, როგორც წმინდანს და მიიჩნევა ერთ-ერთად სამ წმინდა მამათაგან, წმინდა ბასილი დიდთან და წმინდა გრიგოლ ნაზიანზელთან ერთად.
სტატიები



დღის სურათი

ლტოლევილების ბანაკი, სამხრეთი სუდანი.
რჩეული სურათები



სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
  • ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში მყინვარის მოწყვეტამ წყალდიდობა გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
  • ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური (სურათზე) 75 წლის ასაკში, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
  • მიანმარის სახელმწიფო მრჩეველი აუნ სან სუ ჩი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად სამხედროებმა დააკავეს.
  • კაია კალასი ესტონეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • რუსეთის დიდ ქალაქებში ალექსეი ნავალნის დაპატიმრების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები დაიწყო.
  • ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
    პორტალი
    კანდიდატები

  • 9 თებერვალი — ამ დღეს...

  • 1825 : საყოველთაო არჩევნებში კანდიდატებისთვის ხმების უმრავლესობის მიუღებლობის გამო, წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტად ჯონ კუინსი ადამსი აირჩია.
  • 1895 : უილიამ მორგანმა, ფიზიკური განათლების დირექტორმა მასაჩუსეტსიდან, სპორტული თამაში მოიგონა, რომელიც შემდგომში ხელბურთში გადაიზარდა.
  • 1920 : პარიზში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელმაც შპიცბერგენი ნორვეგიის კუთვნილებად აღიარა.
  • 1924 : აზერბაიჯანის სსრ-ში შეიქმნა ნახიჩევანის ასსრ (1990 წლის ნოემბრიდან ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა).
  • 1960 : ჰოლივუდის ვარსკვლავთა ბულვარზე პირველი ვარსკვლავი მსახიობ ჯოან ვუდვარდს ერგო.
  • 1969 : ჩატარდა ბოინგ 747-ის (სურათზე) პირველი საცდელი ფრენა, რომელიც 2005 წლამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი იყო.
  • 1998 : პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისის ცენტრში მასზე განხორიელებულ ტერორისტულ აქტს გადაურჩა.



  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    • მოზამბიკის დროშა (იხ. სურათზე) ერთადერთი დროშაა მსოფლიოში, რომელზეც გამოსახულია თანამედროვე საბრძოლო იარაღი — კალაშნიკოვი.
    • თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი პირველი დანტისტია, რომელიც პრეზიდენტი გახდა.
    • ამერიკულ ტბის კუზე დაბერების პროცესი არ მოქმედებს და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში იძლევა.
    • იტალიის ქალაქ ჩეზენაში დაიბადა სამი პაპი — პიუს VI, პიუს VII და პიუს VIII, რის გამოც ხშირად მას სამი პაპის ქალაქს უწოდებენ.
    • 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევისას, მესამე აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3110 კმ-ის მოშორებით, ქალაქ პერთში (დასავლეთი ავსტრალია) და 4800 კმ-ის მოშორებით კუნძულ როდრიგესზე (მავრიკთან ახლოს) ისმოდა.
    • აზიური სპილო, სახელად მერი ადამიანის მკვლელობისათვის ჩამოახრჩვეს.
    • სახეობის კონსერვაციის მიზნით, მობუდარი ავსტრალიური რეგვენები სატყუარებითა და ჩაწერილი ხმებით მიიზიდეს იანგ-ნიკის კონცხზე, სადაც ფრინველებმა მოგვიანებით კოლონია დააარსეს.
    • იავური მარტორქა დიდი ზომის ძუძუმწოვრებში ყველაზე იშვიათია, დღეს მისი მხოლოდ 58–61 ინდივიდია დარჩენილი უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკში (კ. იავა, ინდონეზია).
    არქივი
    მოგვაწოდეთ ფაქტი


    ვიკისაწყობი
    მედიაფაილების თავისუფალი საცავი
    ვიკისიახლენი
    თავისუფალი სიახლეები
    ვიქსიკონი
    ლექსიკონი და თეზაურუსი
    ვიკიციტატა
    ციტატების კოლექცია
    ვიკიწიგნები
    თავისუფალი სახელმძღვანელოები
    ვიკიწყარო
    თავისუფალი ბიბლიოთეკა
    ვიკისახეობები
    ჯიშთა და სახეობათა საცავი
    ვიკივერსიტეტი
    საგანმანათლებლო მასალები
    მეტა-ვიკი
    ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია
    ვიკივოიაჟი
    თავისუფალი გზამკვლევი
    ვიკიმონაცემები
    მონაცემთა ბაზა
    მედიავიკი
    უფასო პროგრამული უზრუნველყოფა
    This article is issued from Wikipedia. The text is licensed under Creative Commons - Attribution - Sharealike. Additional terms may apply for the media files.