მოგესალმებით ვიკიპედიაში
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 134,164 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

რჩეული სტატია

აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950) — აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში ჩატარდა ურთიერთბრალდებებისა და დადანაშაულებების ფონზე. რესპუბლიკელმა რიჩარდ ნიქსონმა დაამარცხა დემოკრატი ჰელენ გეჰეგან დაგლასი, რომელიც კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედმა სენატორმა, შერიდან დოუნიმ გადაწყვიტა გამოთიშოდა პრაიმერს და აღარ ეყარა კენჭი სენატისთვის. როგორც ნიქსონმა, ისევე დაგლასმა დათმეს თავიანთი ადგილები წარმომადგენელთა პალატაში ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, ორივე მათგანმა განაცხადა თავისი კანდიდატურის შესახებ 1949 წლის ბოლოსთვის. 1950 წლის მარტში, დოუნი გამოეთიშა პრაიმერს, რის შემდეგაც „Los Angeles Daily“-ის გამომცემი, მანჩესტერ ბოდიმ განაცხადა კანდიდატურის შესახებ. ბოდი დუგლასს იხსენიებდა, როგორც მემარცხენეს და იყო პირველი, ვინც ის და ნიუ-იორკელი კონგრესმენი ვიტო მარკანტონიოს (მას კომუნისტობას ედავებოდნენ) ერთმანეთს შეადარა. ბოდი, ნიქსონი და დაგლასი როგორც დემოკრატიული, ისევე რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში მონაწილეობდნენ. ნიქსონმა გაიმარჯვა რესპუბლიკელთა, ხოლო დაგლასმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში. დაძაბული პრაიმერის შემდეგ, დემოკრატიული პარტია გაყოფილი იყო. მისი გამოჩენილი წევრები არ ჩქარებოდნენ დაგლასის უკან გაერთიანებას და მის მხარდაჭერას; პირიქით, ზოგიერთმა ღიად გამოუცხადა ნიქსონს თანადგომა. პრაიმერიდან რამდენიმე დღის შემდეგ კორეის ომი დაიწყო, რამაც ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი ტალღა წამოიწყო: ნიქსონი და დაგლასი ერთმანეთს მარკანტონიოსთან ერთად ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზარალის მიყენებას ედავებოდნენ. საბოლოო ჯამში, ნოემბრის არჩევნებში, ნიქსონმა ოპონენტზე 20 პროცენტით მეტი ხმა მიიღო და კალიფორნიის 58 რაიონიდან 53-ში გაიმარჯვა. მოგვიანებით ნიქსონს აკრიტიკებდნენ მისი შტაბის მიერ გამოყენებული ტაქტიკის გამო; იგი, საპასუხოდ, იცავდა საკუთარ მოქმედებებს; მან აგრეთვე დაამატა, რომ დაგლასის აზრი სხვადასხვა საკითხებზე ძალიან მემარცხენე იყო კალიფორნიელი ამომრჩევლისთვის.
კანდიდატები
სხვა რჩეული სტატიები

დღის სტატია

ძველით ახალი წელი (რუს. Старый Новый год, უკრ. Старий Новий рік, ბელარ. Стары Новы год, სომხ. Հին Նոր Տարի, სერბ. Српска Нова година ან Srpska Nova godina, მაკედ. და ბულგ. Стара Нова година, ბერძ. Παλιά νέο έτος, რუმინ. Anul Nou pe rit vechi) — ტრადიციული დღესასწაული, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ იულიუსის კალენდრის 1-ლ იანვარს, ახალ წელს. XX და XXI საუკუნეებში ძველით ახალი წელი გრიგორიანული კალენდრის 14 იანვარზე მოდის, ახალი წლიდან 13 დღეში. როგორც წესი, ძველით ახალ წელს, არც ერთი სახელმწიფო არ ცნობს ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად.
სტატიები



დღის სურათი

საგდულიანი საკურთხეველი გამპერნის ეკლესიაში, ავსტრია.
რჩეული სურათები



სიახლეები

  • ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ე. წ. პრეზიდენტი რაულ ჰაჯიმბა გადადგა.
  • ცაი ინ-ვენი (სურათზე) ტაივანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
  • ომანის სულთან ქაბუს ბინ საიდ ალ საიდის გარდაცვალების გამო, მისი შემცვლელი ჰაითემ ბინ თარიქ ალ საიდი გახდა.
  • უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეისმა 752-მა ირანის დედაქალაქ თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა.
  • ირანმა ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე შეტევა განახორციელა.
  • ხორვატიის პრეზიდენტად ზორან მილანოვიჩი აირჩიეს.
    პორტალი
    კანდიდატები

  • 13 იანვარი — ამ დღეს...

  • ძვ. წ. 27 : რომის სენატის დადგენილებით ოქტავიანეს მიენიჭა იმპერატორის, ავგუსტუსის და პრინცეპსტის წოდებები. ეს დღე რომის იმპერიის დაბადების დღედ ითვლება.
  • 1610 : გალილეო გალილეიმ იუპიტერის მეოთხე თანამგზავრი „კალისტო“ აღმოაჩინა.
  • 1910 : რადიოთი პირველად განხორციელდა ოპერის ტრანსლაცია — ენრიკო კარუზოს შესრულებით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის თეატრიდან.
  • 1915 : მიწისძვრამ ავეძანოში, იტალია, 30 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1942 : ჰენრი ფორდმა დააპატენტა პლასტმასის ნაწილებიანი ავტომანქანა, რომელიც ჩვეულებრივზე 30%-ით ნაკლებს იწონიდა.
  • 1968 : ჯონი კეში მის განთქმულ ალბომს წერს ცოცხალი შესრულებით ფოლსომის საშტატო საპყრობილედან.
  • 1991 : საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებმა ვილნიუსში ლიტვის დამოუკიდებლობის მომხრეები დაარბიეს.



  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    არქივი
    მოგვაწოდეთ ფაქტი


    ვიკისაწყობი
    მედიაფაილების თავისუფალი საცავი
    ვიკისიახლენი
    თავისუფალი სიახლეები
    ვიქსიკონი
    ლექსიკონი და თეზაურუსი
    ვიკიციტატა
    ციტატების კოლექცია
    ვიკიწიგნები
    თავისუფალი სახელმძღვანელოები
    ვიკიწყარო
    თავისუფალი ბიბლიოთეკა
    ვიკისახეობები
    ჯიშთა და სახეობათა საცავი
    ვიკივერსიტეტი
    საგანმანათლებლო მასალები
    მეტა-ვიკი
    ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია
    ვიკივოიაჟი
    თავისუფალი გზამკვლევი
    ვიკიმონაცემები
    მონაცემთა ბაზა
    მედიავიკი
    უფასო პროგრამული უზრუნველყოფა
    This article is issued from Wikipedia. The text is licensed under Creative Commons - Attribution - Sharealike. Additional terms may apply for the media files.