მოგესალმებით ვიკიპედიაში
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 138,969 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

რჩეული სტატია

დიდი ოყარი, დიდი თეთრი ყანჩა (ლათ. Ardea alba) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. ადრე შედიოდა ოყარის გვარში. დიდი ზომის ფრინველია. სხეულის სიმაღლეა 94–104 სმ, ფრთების შლილი 131–145 სმ, მასა 912–1140 გრამი. აქვს თეთრი ბუმბული, გრძელი შავი ფეხები და ყვითელი ნისკარტი, რომელიც შეჯვარების პერიოდში მოყვითალო უხდება. გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. ბინადრობს წყალსატევებთან ახლოს, როგორც სანაპირო ზოლთან, ისე კონტინენტის შიდა ადგილებში. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ან, ზოგჯერ, მობინადრე ფრინველი. აღწევს ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე. ჩრდილოეთით მობუდარი პოპულაცია გადამფრენია, დანარჩენის დიდი ნაწილი — მკვიდრი. დროს ხეებზე ატარებს. ფრენისას (საშუალოდ ავითარებს 28–51 კმ/სთ სიჩქარეს) უკან სწევს თავს და კისერს ლათინური S-ის ფორმას აძლევს. სეზონურად მონოგამური ფრინველია; სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევს. ბუდობს კოლონიებად, ხშირად სხვა ყანჩებთან ერთად. ბუდეს, ერთ ადგილზე შეგროვილ ჯოხებისა და ტოტების გროვას, აგებს ნაყარ ლერწამზე, მიწაზე ან ხეზე. დებს 3–6 მოცისფრო-მწვანე კვერცხს. ორივე მშობელი კრუხობს 23–26 დღის განმავლობაში. ბარტყები 42–49 დღეში ბუმბულით იმოსებიან, 7 კვირაში ფრენას სწავლობენ. ძირითად შემთხვევაში მხოლოდ ერთი ბარტყი აღწევს ზრდასრულობამდე. ზომიერ განედებში მრავლდება გაზაფხულზე ან ზაფხულში, ტროპიკებში — ნებისმიერ სეზონზე; ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ, იშვიათად — ორჯერაც. იკვებება თევზებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, კიბოსნაირებით, მღრღნელებითა და მწერებით. ბუნებაში — 15, ხოლო ტყვეობაში 22 წლამდე ცოცხლობს. მისი ლამაზი თეთრი ბუმბულის გამო დიდი რაოდენობით ანადგურებდნენ XIX–XX საუკუნეებში, რამაც დიდი ოყარის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. დღეისათვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. განირჩევა 4 ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ჩრდილოური დიდი თეთრი ყანჩა.
კანდიდატები
სხვა რჩეული სტატიები

დღის სტატია

ათასწლეულის პარკი (ინგლ. Millennium Park) — საზოგადოებრივი პარკი ჩიკაგოში, აშშ, ტბა მიჩიგანის სანაპიროსთან. პარკის დაგეგმვა 1997 წელს დაიწყო. მშენებლობა 1998 წლის ოქტომბერში დაიწყეს, რომელიც 2004 წლის ივლისში დასრულდა. გახსნის ცერემონია 2004 წლის 16 ივლისს შედგა და მას 300 000 ადამიანი დაესწრო. პარკის დიზაინმა და განაშენიანებამ მრავალი ჯილდო დაიმსახურა. მას შემდეგ ათასწლეულის პარკი ჩიკაგოს მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. სანახაობათა შორისაა კლაუდ გეიტი, კრაუნის შადრევანი, ჯეი პრიცკერის პავილიონი, ლურის ბაღი და სხვა. პარკი საფეხმავლო ხიდებით დაკავშირებულია გრანტ პარკის სხვა ნაწილებთან.
სტატიები



დღის სურათი

პერხტოლდსდორფის სამრევლო ეკლესიის თურქული ფანჯარა, ავსტრია.
რჩეული სურათები



სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
  • ანჯეი დუდა (სურათზე) პოლონეთის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს.
  • თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი დაუბრუნდა.
  • ლაზარუს ჩაკუერა მალავის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ილონ მასკის SpaceX-ის ხომალდმა Crew Dragon-მა NASA-სთან ერთად პირველი ეკიპაჟიანი გაფრენა განახორციელა.
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ (ლიკუდი) და ქნესეთის სპიკერი ბენი განცი (კახოლ-ლავანი) კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.
    პორტალი
    კანდიდატები

  • 16 ივლისი — ამ დღეს...

  • 622 : წინასწარმეტყველი მუჰამედი ჰიჯრას იწყებს მექადან მედინაში, რაც დასაბამს აძლევს მაჰმადიანურ კალენდარს.
  • 1661 : სტოკჰოლმის ბანკმა ევროპაში პირველი ბანკნოტები გამოუშვა.
  • 1945 : მანჰეტენის პროექტიაშშ-ს მიერ ნიუ-მექსიკოს შტატში ისტორიაში პირველად განხორციელდა პლუტონიუმის ბირთვული იარაღის ექსპერიმენტული აფეთქება.
  • 1965 : საფრანგეთისა და იტალიის დამაკავშირებელი მონბლანის გვირაბი გაიხსნა.
  • 1979 : სადამ ჰუსეინი (სურათზე) ერაყის პრეზიდენტი გახდა.
  • 2004 : ათასწლეულის პარკი, XXI საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური არქიტექტურული პროექტი, გაიხსნა ჩიკაგოში, ილინოისი.



  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    არქივი
    მოგვაწოდეთ ფაქტი


    ვიკისაწყობი
    მედიაფაილების თავისუფალი საცავი
    ვიკისიახლენი
    თავისუფალი სიახლეები
    ვიქსიკონი
    ლექსიკონი და თეზაურუსი
    ვიკიციტატა
    ციტატების კოლექცია
    ვიკიწიგნები
    თავისუფალი სახელმძღვანელოები
    ვიკიწყარო
    თავისუფალი ბიბლიოთეკა
    ვიკისახეობები
    ჯიშთა და სახეობათა საცავი
    ვიკივერსიტეტი
    საგანმანათლებლო მასალები
    მეტა-ვიკი
    ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია
    ვიკივოიაჟი
    თავისუფალი გზამკვლევი
    ვიკიმონაცემები
    მონაცემთა ბაზა
    მედიავიკი
    უფასო პროგრამული უზრუნველყოფა
    This article is issued from Wikipedia. The text is licensed under Creative Commons - Attribution - Sharealike. Additional terms may apply for the media files.